LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი გურიაში ლოკალიზებულია: გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს (ვიდეო)

312
adfva c

ორდღიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ჩამქრალია. ბოლო მონაცემების მიხედვით, დღეს მხოლოდ ხანძრის ორი კერა იყო დარჩენილი, თუმცა სამუშაოებში ჩართულმა ავიაციამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახერხა. ადგილზე მობილიზებული იყო 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლი გავრცელებული იყო ქარსაცავ ზოლზე.

ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი კვლავ გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრი ოფიციალური გვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გურიაში ხანძარს ვერ აქრობენ: სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ვერტმფრენია ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/510595072986404/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g