LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ხანძარს ვერ აქრობენ: სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ვერტმფრენია ჩართული

89
rtb

სოფელ ვაკიჯვართან გაჩენილი ხანძრის ქრობითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი დილიდან ჩაერთო. არსებულია ინფორმაციით, დაკვამლიანება 10 ჰექტარზეა გავრცელებული. ამ დროისათვის ხანძრის 2 კერაა დარჩენილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უკვე შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონების 120 მეხანძრე-მაშველი.

გურიაში გაჩენილ ხანძარს ასამდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები