LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში გაჩენილ ხანძარს ასამდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის

177
BeFunky-collage (1)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ვაკიჯვართან გაჩენილი ხანძრის ქრობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს გურიაში ხანძრის ლიკვიდაცია - არჩილ თალაკვაძე

"იწვის ქარსაცავი ზოლი დაახლოებით 10 ჰა-ზე. სიახლოვეს არის დასახლებული პუნქტი."

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. დილიდან, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები