სამხრეთ კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.
ABC News-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი ქარი, რომელიც სამშაბათიდან მძვინვარებს და ზრდის ცეცხლის კერების რაოდენობას.
ბოლო მონაცემებით, შტატის სამხრეთ ნაწილიდან ევაკუირებულია 90 000-ზე მეტი ადამიანი. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოების დროს დაშავდა ორი მეხანძრე.
რამდენიმე დღის წინ, 750-ზე მეტმა მეხანძრემ 14 ვერტმფრენის გამოყენებით შეძლო ხანძრის მხოლოდ 5%-ის შეკავება, რომელიც 11 200 ჰექტარამდე ფართობს მოიცავს.
ხანძარს უკვე უწოდეს კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური. მან დასაწყისიდან დღემდე, განადგურა 16 500 კვადრატული კილომეტრი და იმსხვერპლა სულ მცირე 31 ადამიანი.