ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ფორტუნას“ ბაზრობის ერთ-ერთმა მეპატრონემ გიორგი ანდრიაძემ განუცხადა, სახანძრო ბრიგადები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ, არის ძლიერი დაკვამლიანება
ანდრიაძის ინფორმაციით, ხანძარი გაუჩნდა ხოშარაულის ქუჩის მხარეს მდებარე ახალი ავტონაწილების მაღაზიას. მისივე თქმით, ტერიტორია არ არის დიდი, თუმცა ზარალი, სავარაუდოდ, დიდი იქნება.
ანდრიაძის თქმით, როდესაც ხანძარი გაჩნდა, ბაზრობა უკვცე დაკეტილი იყო, ამიტომ, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სამაშველო სამსახურში კი “ფორტუნას” განუცხადეს, რომ დაიწვა დაახლოებით 2500 კვ.მ. ფართი, ადგილზე 24 სამაშველო ბრიგადა მუშაობს, მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ. მათივე ინფორმაციით, ხანძრის სხვა ობიექტებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.
ცეცხლის ლოკალიზებას ადასტურებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაიაც.