ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარედ ხანძარის სალიკვიდაციო სამუშოები გრძელდება.
ძლიერი ქარის გამო, მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გამთენიისას, სოფელ წოლის მიმდებარედ ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის გავრცელების არეალი 4 ჰექტარზე მეტია
„სოფელ ონჭევში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია. ადგილზე იმყოფებიან რეგიონისა და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.