ხანძარი იყო თბილისში, ცეცხლი მექანიზაციის ქუჩაზე ლამინატის საწარმოში გაჩნდა.
საწარმოში სარემონტო მასალები ინახებოდა. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეპატრონის ცნობით ზარალი დიდია, მარაგების ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა. შესაბამისი სამსახურები ცეცხლის გაჩენის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.