თბილისში ნუცუბიძის პლატოზე ხანძარი სავარაუდოდ, დევნილთა საცხოვრებელს გაუჩნდა. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია შენობის 1 და მე-2 სართულები, დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართობი.
სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.