წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორი კერიდან ერთი ჩააქრეს. ამის შესახებ “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
“ორი კერიდან ერთ ჩამქვრალია, ადგილზე 15 სამაშველო მუშაობს.” – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთმ, რომ სქურის ტყეში ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა.