ხანძარი ორსართულიან სახლში და ერთი გარდაცვლილი – გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად, მთლიანად განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. სახლში მყოფი 60 წლამდე ქალი კი გარდაიცვალა.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
კაჭრეთში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ
როგორც ცნობილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა, მაშველებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში სწრაფად გავრცელდა და ქალის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.