სირიაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებული 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
მოქალაქეებმა გასულ წელს ლატაკიის პროვინციაში განზრახ გააჩინეს ცეცხლი რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მათ ბრალად “ტერორიზმი” დასდეს. საქმეზე კიდევ 11 პირია დაკავებული, ვისაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
უფლებადამცველები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ზოგიერთი ადამიანი სიკვდილით გასამართლების გარეშე დასაჯეს.