ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დააზიანა.
ამჟამად, სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია. მგზავრებს გადაადგილება ხარაგაული-კიცხის მიმართულებით შეუძლიათ.
გასული ორი დღის განმავლობაში ხანგრძლივი წვიმის შედეგად, კიდევ რამდენიმე სოფელს პრობლემები შეექმნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, თემურ ჩხეიძის, ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გამგეობის სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.