LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხარისხის არხი” სამეფო არხი ხდება

451
med_1520969884_00032_5cb84628c9b27

„ხარისხის არხი“ ბრენდულ დასახელებას იცვლის და „სამეფო არხი“ ხდება. როგორც „ფორტუნას“ ტელევიზიის დამფუძნებლმა, გიორგი ასათიანმა განუცხადა, შპს უცვლელი რჩება და იცვლება მხოლოდ დასახელება.

„27-ში იქნება განახლებული გადაცემა, იქ ახალი სტუდიიდან განვმარტავთ ყველაფერს. თავიდანვე ტელევიზიას რომ ვაკეთებდით, ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ გამოგვეჩინა ქართული, დინასტიური, ბარათოვანთა სამეფო, მონარქიული სტრუქტურა. ჩვენთან გადის ამ ტიპის გადაცემა და სამეფო ოჯახის წარმომადგენელს მამუკა ბაგრატიონს მიჰყავს ის. ეს არის პირველი პრეცენდენტი, რომელიც ეხმიანება მამა გაბრიელის დანატოვარს რომ სანამ ბაგრატოვანთა მეფე არ დაბრუნდება, საქართველოს არაფერი ეშველება“, – განაცხადა გიორგი ასათიანმა „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, თავიდანვე სურდა არხს ეს სახელწოდება ჰქონოდა, თუმცა მაშინ რთული გასაგები იქნებოდა.

„სააკაშვილის მმართველობის დროს საერთოდ გვიკრძალავდნენ ამ თემაზე საუბარს. ახლა უკვე დადგა დრო, რომ სამეფო ხარისხი გავუშვათ. სამეფოში მოიაზრება ყველაზე კარგი ხარისხი, როგორც პროდუქციის კუთხით, ასევე ვიზუალურად“, – განაცხადა ასათიანმა „ფორტუნასთან“.

მანვე განმარტა, რომ სამეფო ოჯახი არხისთვის არანაირ ფინანსურ დახმარებას  არ გასცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები