უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ახალ მიმართულებას ამატებს. ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.
Wizz Air კიდევ 2 ახალ მიმართულებას ამატებს - ფრენები 23 ნოემბრიდან იწყება
გაიგეთ, რა განრიგით შესრულდება რეგულარული რეისები