რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში წერს, ქალაქ დერგაჩიში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
„ორი ადამიანი დაიღუპა, არის მსხვერპლი. როგორც ხედავთ, რუსული არმია აგრძელებს „ბრძოლას“ მშვიდობიან მოსახლეობასთან, რადგან ფრონტზე გამარჯვებები არ აქვს”, – აცხადებს სინეგუბოვი.