LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვში სავაჭრო ცენტრის პარკინგზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა – არიან გარდაცვლილები

165
XAR 1

რუსი ოკუპანტების მორიგი სამიზნე უკრაინაში – ხარკოვში სავაჭრო ცენტრის პარკინგზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა 15 კი დაშავდა. ინფორმაციას რეგიონული გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ხალხი სავაჭრო ცენტრში ფოსტასთან ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად იცდიდა.

“რუსები აგრძელებენ ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ! ხარკოვში რუსებმა შორი მოქმედების იარაღი ესროლეს საფოსტო პუნქტს, რომლის მახლობლად ხარკოვის მცხოვრებლები ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი სამხედროები იმ ადგილებს ბომბავენ, სადაც მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g