ინტენსიური თოვლი და ლიპყინული – ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი ინტენსიური თოვლი და ლიპყინულია.
სწორედ ამის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ27 (ხაშური-ბორჯომი) მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.