LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურის საკრებულოს წევრს, რომელმაც ინგა გრიგოლიას ძუკნა უწოდა, პარტია დაატოვებინეს

683
1563181971667249

ხაშურის საკრებულოს წევრს ალექსანდრე სიმონიშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვება უწევს – მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარი გახდა.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დროული რეაგირებისთვის პარტიის გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს მადლობას საჯაროდ უხდის.

„დაატოვებინეს “პატრიოტთა ალიანსის” რიგები ამ კაცს, მას მერე, რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე, ირმა ინაშვილი – ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია,“ – წერს ინგა გრიგოლია.

 

 

ინფორმაციის გადამოწმება „ფორტუნამ“ ირმა ინაშვილთან სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მის კომენტარს „ფეისბუქზე“ ინგა გრიგოლია აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ სადაც ნათქვამია, რომ ალექსანდრე სიმონიშვილის სუბიექტური წარმოდგენა პარტიის პოზიციას ეწინააღმდეგება. მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ პოლიტსაბჭო პარასკევს შეიკრიბება:

,,ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა, როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება, – ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკვეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა.“

 

magti 5g