ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
გამოცემა „მოზაიკა“ ცნობით, ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
მედიაში ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ინტოქსიკაცია განიხილება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.