LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწის მონაკვეთი ჩამოიშალა – მერია მოსახლეობას მიმართავს

141
410341596_692670412998828_3276741082391231833_n

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზის ნაპირზე მიწის მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას  ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს.

მერიის ცნობით, ადგილზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, დასკვნის მიღების შემდეგ კი საპროექტო სამუშაოები დაიწყება:

„მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️

სოფლების დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზის ნაპირას ჩამოიშალა მცირე მონაკვეთი.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა.

ამ ეტაპზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე საპროექტო სამუშაოები დაიწყება“, – წერია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

‼️მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️
▶️სოფლების დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზის ნაპირას ჩამოიშალა მცირე მონაკვეთი….

Posted by ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია on ორშაბათი, 08 იანვარი, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g