LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

95
0962925d-a5e2-49d4-a1a6-9b9fd8b48e3a-640

ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივები მიწის ჩამოშლას, ადგილზე ორსართულიანი შენობის მშენებლობის მიმდინარეობას უკავშირებენ.

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ისინი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებდნენ. მათივე განმარტებით, აღმოჩნდა, რომ სამანქანე ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული და რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე. მისი განცხადებით, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია.

„სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას ჩაიშალა გრუნტი. ამ ფაქტის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო კვლევა, გაიცემა დავალება სამშენებლო კომპანიის მიმართ, რომ მოხდეს ფერდისდამჭერი კედლის აშენება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები