LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში სამედიცინო პერსონალი გაიფიცა

896

ხაშურის საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ. ისინი საავადმყოფოს ხელმძღვანელობისგან სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვს.
კლინიკის ერთ-ერთი ექთნის განცხადებით, საავადმყოფოში 11 სექტემბრიდან ახალი კომპანია „ევექსი“ შემოდის, ხოლო ამჟამინდელ მფლობელს „ალიანს მედ სერვისს“ მედპერსონალის შრომითი ანაზღაურება მაისიდან არ გაუცია.

სამედიცინო პერსონალის თქმით, გაფიცვის შემდეგ, მათთან კლინიკის მენეჯერი თემურ მდინარაშვილი მივიდა და დაპირდა, რომ ერთი თვის ხელფასს 15 აგვისტოს მიიღებენ, ხოლო თუ ამის შემდეგ მათ რაიმე პრეტენზია ექნებათ, მოუწოდა, ჯანდაცვის სამინისტროს ან სასამართლოს მიმართონ.

 

magti 5g