ხაშურში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა – ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️
დაზიანდა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, ა(ა)იპ “ხაშურსერვისის” ხელმძღვანელობა.
მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები. მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ხიდის დროულად აღდგენისთვის.
მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვთ, ისარგებლონ სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით.“, – აშნიშნულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.