LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

281
875d03fa4a2d258

ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც “ფორტუნას” “ევექსის” კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქალი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები იარაღიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული, თუმცა ტომოგრაფიით ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ვერ იპოვეს. ამის მიუხედავად, მას თავის არეში მძიმე ტრავმები ჰქონდა მიყენებული. ექიმმა ვერ დააკონკრეტა, რისგან შეიძლება ყოფილიყო ეს დაზიანებები. 

ხაშურში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება გასროლას, თვითმხილველები ამბობენ, რომ იარაღიდან გასროლა გარეთ მოხდა, თუმცა სავარაუდოდ, ქალი არ დაჭრილა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მამაკაცმა დაპირისპირებამდე ქალის სამსახურში შეაგდო ხელყუმბარა, რომელიც არ აფეთქდა.

როგორც ირკვევა, მამაკაცი და ქალი რამდენიმე წელია ცოლ-ქმარი აღარ არიან, თუმცა ისინი ამის დაკანონებას ოფიციალურად დღეს გეგმავდნენ.

პოლიციას ეჭვმიტანილი ქმარი ჯერ არ დაუკავებია.

შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მოგვიანებით, ძიება გადაკვალიფიცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g