ქართველ პიანისტს, ხატია ბუნიათიშვილს, ბერლინში პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო გადასცეს. ის “Echo Klassik”-ის მფლობელი გახდა ნომინაციაში “წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერი”.
ხატია ჯგუფ “ქოლდფლეის” სოლისტმა, კრის მარტინმა წარადგინა და აღნიშნა: “ხატია, მიყვარხარ”. მარტინის წარდგენამ და შემდეგ დარბაზში ქართველი პიანისტის გამოჩენამ დიდი ოვაციები გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ალბომში, რომელიც “ქოლდფლეიმ” გამოსცა, ხატია ბუნიათიშვილი ერთ-ერთ კომპოზიციაში უკრავს. როგორც ჩანს, მათმა ახლო ნაცნობობამ განაპირობა კრის მარტინის ხატიას წარმდგენად მიწვევა ზემოხსენებულ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე.