საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ სიტყვიერი დაპირისპირებაა.
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორისაც მოხდა.
თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, სავარაუდოდ, დააკავეს
თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე, სავარაუდოდ, დააკავეს. თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა „ფორტუნა” ცდილობს დეტალები გადაამოწმოს შსს-ში. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სავარაუდოდ დაკავებულია აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნული პოლიციელებმა უარყვეს. ამასთან, ხატია დეკანოიძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც მსვლელობას მიყვებიან, მოუწოდა, რომ ნიღაბი მოეხსნათ და სახე გამოეჩინათ.
„ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ჩვეულებრივი ველურები და ბიძინა ივანიშვილის მსახურები, არ გვეშინია მათი – არ გვეშინია. უშვერი სიტყვებით აგინებენ ქალებს. ეს არის მათი სახე”, – აღნიშნა დეკანოიძემ მედიასთან.
ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სასამართლოს მიმართულებით მიდიან.
ნიკა გვარამია: „ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც რეჟიმს აცოცხლებს“