LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი – ახლა მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს“

303
მიხეილ ყაველაშვილი და ხატია დეკანოიძე

„ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო“, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ყაველაშვილს „უზრდელს“, „გაუნათლებელს“ და აშშ/ევროკავშირის „განსაკუთრებულ მაგინებელს“ უწოდებს და წერს:

მიხეილ ყაველაშვილი:„განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას… გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო კონსტიტუცია“

„ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.

ბიძინა ივანიშვილი: „მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა, დარწმუნებული ვარ, ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას სრულად დაუბრუნებს“

„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს“ – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ახლა მანდატები კარგად შეინახეთ – „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს“, „ტრამპი რას იტყვის?“ – წერს ხატია დეკანოიძე.

„ალბათ, ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და ეკუთვნის და არა ისეთს, როგორიც დღეს გვყავს – ღირსეული ადამიანი, ღირსეული ქართველი“ – გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე მომავალ პრეზიდენტზე

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.

ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტი-დასავლელი დადო….

Posted by Khatia Dekanoidze on Tuesday 26 November 2024
magti 5g