LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება

165
ხატია დეკანოიძე

„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროოპტიმისტების” დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეუერთდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

„დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძეა ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში“,- აღნიშნა ნაყოფიამ.

„იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ბუნებრივი და ამაში არაფერია განსაკუთრებული – ნებისმიერი ეგოცენტრულობა და ნებისმიერი პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი“, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე დაბრუნებულმა ხატია დეკანოიძემ, მისი გადაწყვეტილების შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილსა და კობა ნაყოფიასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

„კონსულტაციები, პირველ რიგში, იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობა ნაყოფიასთან, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც მე დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს ერთად გამოვლილი. ბევრი გამარჯვება გვაქვს, ქუთაისის გამარჯვება მინდა შევახსენო ყველას. ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე, ფიქრზე მაღლა. ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ბუნებრივი და ამაში არაფერია განსაკუთრებული.

მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, პირველ რიგში, ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს მეგობრებს და კობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის, ნებისმიერი ბრძოლისთვის თითოეული ჩვენგანი არის მზად. ჩემთვის ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ამიტომ ნებისმიერი ეგოცენტრულობა და ნებისმიერი პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი. მთავარი ფოკუსი ახლა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანა წითლიძე: „დღეს კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი. რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რა ტყუილებიც ავრცელე, ახლა რა შეიცვალა?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g