LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ“ – ნინო წილოსანი ხატია დეკანოიძეზე

164
ნინო წილოსანი ხატია დეკანოიძე

„ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი „ევროოპტიმისტების” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მას აქვს ინფორმაცია, რომ „არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვის ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ“:

„მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ… ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება“ – ხატია დეკანოიძე  

„ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ  
ალბათ ისიც გახსოვთ, ხატია რომ იტყუებოდა საქართველო სანქციებიდან თავის არიდების ადგილიაო.. სანამ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა არ გააჩერა იქამდე არ დაასრულა ქვეყნის მტრობა“ – წერს ნინო წილოსანი.

ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ 🙂…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ორშაბათი, 03 ივნისი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები