LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „ყველაზე რთული ის იყო, რომ მივხვდი, ამ გადაწყვეტილებას ჩემ ზურგს უკან დიდი ხანი გეგმავდნენ…“

2111
xatiashamugianeswr

ხატია შამუგია ჟურნალ „სარკესთან“ „ისი პარიდან“ წამოსვლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მის ზურგს უკან დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა.

ხატია შამუგია:

„ამდენი ხანი გავიდა და ფეხი არ შემიდგამს ამ ბრენდის მაღაზიაში. არც ერთი პროდუქტი არ მიყიდია. ამასაც ნიჭი უნდა, რომ ადამიანს ისე გაუხადო საქმე, რომ რასაც 12 წელი აკეთებდა, იმისკენ გახედვაც აღარ უნდოდეს. ოჯახზე მეტი დრო იქ მაქვს გატარებული. მხოლოდ იმიტომ მინდა, ეს კომპანია არსებობდეს, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო და შემოსავალი… ყველაზე რთული ის იყო, რომ მივხვდი, ამ გადაწყვეტილებას ჩემ ზურგს უკან დიდი ხანი გეგმავდნენ. შეიძლებოდა, სხვა გზა გამოეყენებინათ იმისთვის, რა მიზანიც კომპანიის ხელმძღვანელობას ჰქონდა. ადრე თუ გვიან ნებისმიერი თანამშრომლობა სრულდება და ძალიან ბედნიერად შეიძლება დაშორება. ამ დროს ფორმას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g