LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგიამ სურნელოვანი სიახლეების სეზონი დაანონსა

410

ხატია შამუგია რადიო „ფორტუნას“  დილის სტუმარი იყო. „ისი-პარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც ქართველ მომხმარებელს „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელმა საგაზაფხულოდ შესთავაზა.

„ბოლო ორი კვირის მანძილზე, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი-პარიმ“ ორი ახალი სუნამო შესთავაზა ქალბატონებსა და მამაკაცებს. პირველი ესაა ცნობილი ფრანგული ბრენდის  Sisley-ის ბრენდი Izia. გამომდინარე იქიდან, რომ არომატის მთავარი სიმბოლო მანათობელი ვარდია, სუნამოს ინსპირაცია გახლდათ ცნობილი ფრანგი ავტორის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოები „პატარა უფლისწული“. გარდა იმისა, რომ სუნამოს მომაჯადოებელი არომატი აქვს, ინგრედიენტთა საოცარი თანხვედრითაც გამოირჩევა. ფლაკონი ცნობილ პოლონელ სკულპტორს, არქიტექტორსა და მხატვარს, ბრონიშლავ ქშიშტოფს ეკუთვნის. მისი ქმნილებები ამშვენებს ქალაბტონ იზაბელ დ’ორნანოს სასახლეს. ეს გახლავთ Sisley-ის  ბრენდის დამფუძნებელი. ისინი ძალიან მეგობრობენ და სწორედ ქშიოშტოფი ქმნის იმ უნიკალურ ფლაკონებს, რომელიც ეკუთვნის Sisley-ს. სულ ვამბობ, რომ Sisley ეს არაა ტანსაცმელი. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ბრენდია.

რაც შეეხება მეორე სიახლეს, ესა არის სრულიად ახალი ფრანგული ბრენდი –  Zadig & Voltaire, რომელიც საქართველოში შემობრძანდა და მხოლოდ „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელშია. მისი სამოსი საქართველოშიც ცნობილია. ქართველები არიან ყველზე გემოვნებიანი ადამიანები და ნამდვილად არ მეშინია ამ სიტყვების გამეორების. ყველა ბრენდი, რომელიც ქმნის ღირსეულ სამოსს, ქართველმა მოდის მიმდევრებმა კარგად იციან. ამ ბრენდის პარფიუმი აქამდე საქართველოში არ არსებობდა და  სწორედ ამისთვისა „ისი-პარი“ ნომერი პირველი, რომ ეს სიახლე  არ გაუშვას ხელიდა.

პირველად ეს ბრენდი პარიზში ვნახე. ესა არის ფრანგული ბრენდი, რომლის ფუძემდებელია დიზაინერი ტიერ ჟილიე. ტიერ ჟილიე და მისი მეუღლე გახლავთ მოყვარული ისეთი ფრანგი ფილოსფისისა და პროზაიკოსისა, როგორიცაა ვოლტერი. მისი ყველაზე საყვარელი გმირი კი ვოლტერის შემოქმედებიდან ზადიგია, რომლის მიდრეკილება დამოუკიდებლობისკენ იყო მისთვის მისაბაძი. ამიტომაც დაარქვა ბრენდს  Zadig & Voltaire.

რაც შეეხება სუნამოს, მისი ინსპირაციაა როკი, არტი და პარიზი. როკი მეტია, ვიდრე მუსიკა და გიყვარდეს როკი, ნიშნავს იყო თავისუფალი. არტი გამომდინარე იმ ხელოვნებიდან და უნიკალური სკულპტურული და კულტურული მემკვირეობიდან, რასაც პარიზი ატარებს და ბოლოს პარიზი. პარიზი მისთვის არის მემკვიდრეობა. თავად ტიერ ჟილიე გიჟდება არტზე და მისი სახლი მორთულია საოცარი ქმნილებებით. ეს სინთეზი თითქოს სულ სხვადასხვა რამეა, მაგრამ სწორედ ეს ნაზავი ქმნის იმ სუნამოებს, რომელსაც ქვია This is him  და This is her . ესაა თეთრი და შავი ფლაკონები, წარწერით  Zadig & Voltaire და ეს ორი ფლაკონი ერთ მთლიანობას ქმნის. ფლაკონის ინსპირაციაა შუშის ნამსხვრევი. თუ თქვენ Zadig & Voltaire-ის ქალაბატონებისთვის შექმნილი არომატი გაქვთ ნაპკურები და ამავე არომატით მამაკაცს იპოვით, ის თქვენი მეორე ნახევარი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ პატარა ფლაკონში ინახება მთელი ბრენდის ისტორია და ფილოსოფია. არ არსებობს ფლაკონი, რომელშიც არ იყოს რაიმე ნიუანსი გათვალისწინებული.

იგივეა “ბარბერი“, რომლის თავსახური მოგაგონებთ „ბარბერის“ ცნობილი ლაბადას ღილს. ფლაკონი ყოველთვის უკავშირდება ისტორიას.

აპრილის დასაწყიში ჩვენ კიდევ ერთი, სრულიად ახალი ბრენდის შემობრძანებას ვაუწყებთ ქართველ მომხმარებლებს.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g