ხატია სიჭინავა თავისი ნაბოლარა შვილის, მიქაელის ჯანმრთელობის პრობლემებზე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და ოჯახში შექმნილ დაძაბულ ეპიზოდსაც იხსენებს:
„სერიოზული კრიზისი იყო, როდესაც მეოთხე შვილის პრობლემებს შევეჯახეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ოჯახში სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობები, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი მიდგომით, ერთმანეთთან ღია საუბრებით გადავლახეთ ყველაფერი. როგორც კი მიქაელის პრობლემაზე დავიწყე ფიქრი, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახს მოვწყდი, მაგრამ მერე თავადვე გავაცნობიერე, რომ ასე არ შეიძლებოდა…“
ამავე ინტერვიუში ტელესახე ამბობს:
„ვინც მიცნობს, იცის, საკმაოდ ძლიერი ფსიქიკა მაქვს, მაგრამ ამ პრობლემასთან შეჯახებამ მაინც დამანგრია…“
ხატია სიჭინავა: „ოჯახი არის დიპლომატია და არ მეგონა, თუ მე ასეთი დიპლომატი გამოვდგებოდი“