ხატია სიჭინავა მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და წერს, როგორი განსხვავებაა მათ ხასიათებს შორის:
„მე და ჩემი ქმარი ორი უკიდურესობა ვართ…
მე არასდროს შემხვედრია ასეთი ალალი, კეთილი და ღვთისნიერი მეგობარი, როგორიც ის არის თავისი მეგობრებისთვის. მისი ყველაზე დიდი პლუსიც და მინუსიც ის არის, რომ ყველა თავისნაირი ჰგონია.
მე ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს. შემიძლია, ხიდი ერთ წამში ფერფლად ვაქციო და ყველა გზა მოვჭრა, ყველაზე საყვარელ მეგობართანაც კი. ის მაქსიმალურად ცდილობს, მეგობრის ყველაზე უღირს საქციელზეც ბოლომდე დახუჭოს თვალი. მე შემიძლია, ადამიანი ისე წავშალო გულიდან და გონებიდან, მოგონებაც არ დავიტოვო. ის ყოველ წუთს და წამს უფრთხილდება და ვერ ელევა. მე შემიძლია, პირში მივახალო, რას ვფიქრობ შეულამაზებლად, ვინც შეცდომას უშვებს. ის სიტყვებსაც კი აკონტროლებს. მე ვერძი ვარ და ჩემთვის ძალიან ადვილია, ადამიანი მოუსვლელში გავუშვა ელემენტარული შეცდომის გამო, ის სასწორია და არასდროს ჩქარობს ამას.
ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ჩემს შვილებს მამის მსგავსი მეგობრები შეხვდნენ, მისნაირი მეგობარი სანთლით საძებნელი და თითქმის შეუძლებელი საპოვნელია.
მე კი უერთგულესი მეგობარი ვარ მანამ, სანამ რამე შეგეშლებათ.
ვფიქრობ, ცოტა და ხარისხიანი მეგობარი უნდა გყავდეთ, რადგან რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს.
შეიძლება, ძალიან სუბიექტურად გამომივიდა შეფასება, მაგრამ ვინც იცნობს იცის, ხოლო ვინც მიცნობს, ისიც იცის, არასდროს არ ვიტყუები“.