ხატია სიჭინავა მეუღლეს, რამაზ ნოზაძეს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის და მას ახდენილ ოცნებას უწოდებს.
“პატარა რომ ვიყავი, სულ ვოცნებობდი ისეთი ოჯახი შემექმნა, რომელშიც სიყვარულში ერთმანეთს შევეჯიბრებოდით მე და ჩემი ქმარი. რომ ყოველი დღე სიყვარულით და სითბოთი დაიწყებოდა. რადგან ჩემი მშობლების გზა გაიყარა, ვოცნებობდი, რომ ის მეპოვა, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებული ვივლიდი. ვინაიდან პატარას მესმოდა და ვხედავდი როგორ ინგრეოდა და ორად იხლიჩებოდა ჩემი ბავშვური სამყარო, ვოცნებობდი ჩემს შვილებს სიმშვიდეში და სიყვარულში ეცხოვრათ. .. მინდოდა იმ ასეულში თუ ათასეულში მოვხვედრილიყავი სადაც ორი ნახევარი ერთმანეთს პოულობს… ეტყობა იმდენს ვოცნებობდი, რომ ჩემი ოცნებები ცას წვდებოდა.. და მოგვიანებით ღმერთმა ინება და ჩემდაუნებურად მოვხვდი იმ ათასეულში… და დღეს მე ის ოჯახი მაქვს, მთელი ბავშვობა რომ ვოცნებობდი. დიახ მეგობრებო, ოცნებები ხდება! გჯეროდეთ ამის ! ყველას გისურვებთ ერთი განსაკუთრებული ოცნების ახდენას…”