პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით წერს, რომ მმართველმა გუნდმა სოფელი ხურჩაც მოიგო.
ხოფერია მოკლე სტატუსს აქვეყნებს და “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს:
“ზუგდიდში ხურჩაც კი მოვიგეთ! აბააა! გამოქანდით ნაცები ლებარდედან!”,- წერს ხათუნა ხოფერია.
ცნობისთვის, იმედის დაკვეთით ჩატარებული გორბის კვლევის მიხედვით, თბილისში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე იგებს. ის კონკურენტს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 15%-ით უსწრებს.
ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
- კახა კალაძე — 57,2%
- ნიკა მელია — 42,8%
განსხვავებული შედეგებია მთავარი არხის ჩატარებულ ეგზიტპოლში — იგებს ნიკა მელია.
მას ეზიტპოლის პიორველადი შედებით- 51%;, ხოლო კახა კალაძეს კი – 49 % აქვს.