LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავიერ ბარდემი ბრიტანული GQ-ს მთავარი გმირი გახდა (ფოტო)

77

ხავიერ ბარდემი, რომელიც „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე ნაწილში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ჟურნალ GQ-ს ბრიტანული ვერსიის ივნისის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლავმა ინტერვიუში კოლეგაზე, ჯონი დეპზე ისაუბრა.

ბარდემმა თავი ვერც დეპის ხმაურიან პირად ცხოვრებას აარიდა და მის გარშემო წარმოქმნილ სკანდალებზე კომენტარი გააკეთა: „ჯონი – ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. ის მუდმივად ზრუნავს თავის ახლობელ ადამიანებზე და ეს ფაქტი წლების განმავლობაში არ იცვლება. დეტალურად მის პრობლემებზე არაფერი ვიცი, მაგრამ ჯონი, რომელსაც მე ვიცნობ – ნამდვილი ჯენტლმენი და არაჩვეულებრივი მსახიობია, რომელსაც უზადო იუმორის გრძნობა აქვს“- განაცხადა ხავიერ ბარდემმა. (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g