LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 12 რეკომენდაციას შორის ნიკას პუნქტი გამორჩეულად მნიშვნელოვანია” – სოფო ლილუაშვილი ბუნდესტაგში შეხვედრებზე

156
BeFunky-collage - 2023-01-23T193958.946

ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 12 რეკომენდაციას შორის ნიკას პუნქტი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ბუნდესტაგში გამართული შეხვედრების შემდეგ “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“არ ველოდი, რომ ასეთი დოზით ექნებოდათ ინფორმაცია ნიკას საქმეზე კონკრეტულად, და ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რომ საკმაოდ ასეთი, მსურე ინფორმაცია აქვთ ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ისინი დაგვპირდნენ, რომ ნიკას საქმეზე კონკრეტულად გაგრძელდება მონიტორინგი და მათ ძალიან აინტერესებთ ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.

უნდათ, რომ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია როგორ ვითარდება მოვლენები ნიკას საქმის ირგვლივ.

ძალიან დიდი დოზით საუბარი იყო იმ 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ დაგვიწესა ევროპამ. ყველამ კარგად იცის ამის შესახებ, რომელშიც დეოლიგარქიზაციასთან და სხვა საკითხებთან ერთად არის ასე დავარქმევდი, ნიკას პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და სიტყვის თავისუფლებას და მედიათავისუფლებას და გამოითქვა კიდევაც ამასთან მიმართებაში მოსაზრება, სურს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რომელიც საკმაოდ მჭიდრო კავშირში და კომუნიკაციაშია გერმანიასთან, ნამდვილად და რეალურად ევროპა და შეასრულებს თუ არა ის ამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს და ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ რეკომენდაციებს შორის ნიკას პუნქტი ნამდვილად არის ყველაზე, ყველა პუნქტთან ერთად, ძალიან და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, რადგან ის ისევ და ისევ ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას”, – აცხადებს სოფო ლილუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g