ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ბოლნისის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მონიტორინგი, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების პატრულირებასთნ ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება.
