LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელბარგი ამიერიდან შესაძლოა, სავარძლის ქვეშ მოათავსონ

77

ხელბარგი ამიერიდან შესაძლოა არა თაროზე, არამედ სავარძლის ქვეშ მოათავსონ. კომპანია Samsonite-მ სმარტ-ჩემოდნების ინოვაციური ხაზი შექმნა. ჩემოდნებს მოქნილი ხელის მოსაკიდებელი აქვთ, რაც ტრანსპორტირების დროს ძალიან კომფორტულია, თვითმფრინავში ასვლისას კი ის მარტივად იკეცება და ჩემოდანი სავარძლის ქვეშ უპრობლემოდ თავსდება. ამასთან, ჭკვიანი ხაზის მოდელებს შორისაა ჩემოდნები რომლებიც ხელჩანთად ან ზურგჩანთად ტრანსფორმირდება. ჩემოდნებს USB კაბელიც აქვთ და ნოუთბუქის ჩასადებად ცალკე განყოფილებაც.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Samsonite საკმაოდ ძველია და ჩემოდნებს ჯერ კიდევ 1910 წლიდან უშვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები