LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელი გადაუგრიხეს, ისე ჩატენეს მანქანაში” – რუსთავის ციხესთან ზვიად კუპრავა დააკავეს

74
BeFunky-collage

რუსთავის ციხესთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ზვიად კუპრავა დააკავეს.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები ციხის კედლებზე წარწერას – “თავისუფლება მიშას!” აკეთებდნენ.

კუპრავას აღნიშნული წარწერის გაკეთების უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

როგორც პოლიციის უფროსმა განმარტა, ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან ციხის კედელზე წარწერის გაკეთება არ შეიძლება.

“როგორც კი მოვედით, დაიწყო ზვიადმა წარწერების გაკეთება. ეგრევე, მონა პოლიციამ დააკავა კუპრავა, აზრზე ვერ მოვედითი ისე, ხელი გადაუგრიხეს და ისე ჩატენეს მანქანაში”,- ამბობს მედიასთან ერთ-ერთი აქტივისტი.

აქტივისტების ინფორმაციით, რუსთავის ციხესთან კუპრავას ჩათვლით, სულ სამია ადამიანია დაკავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g