LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელიდან ხელში: თბილისში ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი იხსნება

455

პროდუქცია ხელიდან ხელში – თბილისში ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი იხსნება. ”აგროჰაბი”, რომელიც 26 დეკემბერს, დღის ბოლომდე გაიხსნება, მომხარებელს ნატურალურ, ახალ და ჯანსაღ აგროპროდუქტს შესთავაზებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა განუცხადა, „აგროჰაბში” სხვადასხვა სახის წარმოებაა თავმოყრილი: მათ შორის კომპანიას გააჩნია საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება, როგორებიცაა: არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.). კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი „აგროჰაბის” ბრენდით გაიყიდება.

ამასთან, მარკეტში წარმოდგენილია საკონდიტრო საცხობი, პურ-ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სამზარეულო, სალათებისა და ე.წ Sea food-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

როგორც ”აგროჰაბის” დირექტორმა განმარტა, საქართველოში Sea food-ის კულტურა არ არსებობს, შესაბამისად, კომპანიის მიზანია, წინა პლანზე წამოწიოს ეს მიმართულება. ”აგროჰაბის” პირველი მარკეტი მომხმარებელს შესთავაზებს, ფრეშ და ცოცხალ ზღვის პროდუქტებს – რვაფეხები, ლობსტერები, ხამანწკები და ა.შ. ამასთან, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ზღვის პროდუქტების მსგავსად შეიძინოს სხვადასხვა ასორტიმენტის თევზი. ზღვის პროდუქციის იმპორტი ევროპის ქვეყნებიდან, ასევე კანადიდან ხორციელდება.

”ჩვენს კომპანიას გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლისა და ღორის ფერმაც. ფერმებში არსებული ფრინველი და საქონელი იკვებება ნატურალური საკვებით, ყოველგვარი დანამატების გარეშე. სწორედ, ზემოთხსენებული ფერმებიდან მოხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცით მომარაგება აგროჰაბის მარკეტში. გვაქვს მარანიც, სადაც ჩვენთან მოსული კლიენტი შეძლებს შეიძინოს 11 დასახელების ცოცხალი ღვინო, მათ შორის ღვინის ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიც არის საფერავი, ოჯალეში. რაც მთავარია, ეს ღვინოები არის აბსოლუტურად ნატურალური, ყოველგავრი ქიმიური მინარევების გარეშე”, – განმარტა გიორგი ჯაშიაშვილმა და დასძინა, რომ „აგროჰაბში” სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტებიც გაიყიდება – ნატურალური ლორი, თაფლი და სხვა .

ცნობისთვის, ”აგროჰაბის” პირველი მარკეტი მარშალ გელოვანის გამზირზე 22 ნომერში განთავსდა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მარკეტში საწყის ეტაპზე 270 ადამიანი დასაქმდა. კომპანიის დირექტორის თქმით, 2017 წელს ”აგროჰაბი” გაფართოებასა და კიდევ რამდენიმე ახალი მარკეტის გახსნას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები