LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზახაშვილი გირჩევთ: ყველა პროდუქტი, რომელიც გარეცხვას საჭიროებს, ყოველთვის გარეცხეთ სანდო ხარისხის წყლით

184
BeFunky-collage (7)

კორონავირუსი რომ გადადის პირადაპირ ჩაყლაპვით ჯერჯერობით, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის, მაგრამ ჯობია ვიყოთ ფრთხილად. ყველა პროდუქტი, რომელიც საერთოდ გარეცხვას საჭიროებს და რომელიც ბუნებაში უნდა ირეცხებოდეს, ყოველთვის გარეცხეთ სანდო ხარისხის წყლით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, პროდუქტის გარეცხვით, არამარტო კორონავირუსისგან იქნება ადამიანი დაცული, არამედ ბევრი სხვა დაავადებისგანაც იხსნს საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს.

რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად? – გამყრელიძე განმარტავს

„განსაკუთრებით, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ამ სეზონზე უფრო აქტიურად მოიხმარება. სხვადასხვა ახალი ხილი უკვე დამწიფდება და საჭიროებს კარგ გარეცხვას, ვიდრე გამოიყენებთ. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც დაბინძურებულია, შეიძლება მოიცავდეს არამარტო კორონას რისკს, – განაცხადა ზახაშვილმა.

ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავება იგეგმება, რაც ნიშნავს ტრანსპორტში მგზავრების მცირე რაოდენობას

აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსმა 12 პაციენტი იმსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 475 მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები