ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბ პირადობებს ბეჭდავს.
ირმა პავლიაშვილის თქმით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.
საია-ს ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.
„წყაროს ინფორმაციით, ყველა მოწმობა დაიბეჭდება იმ სქემით, რომ ერთი პირზე მოხდეს 5 პირადობის მოწმობა და ამ შეთხვევაში ერთი და იგივე გამეორდება ფოტო, ხოლო სხვა მონაცემები სხვადასხვა იქნება. შემდგომ უკვე შესაბამისი სია გადანაწილდება უბნებსა და ოლქებში,“-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
