„მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ კარგად დაინახოს, რომ ისინი დარჩენილნი არიან მარტო, კუთხეში, საკუთარი კონსტიტუციის პროექტით, ხოლო ოპოზიცია და საზოგადოება ერთიანია,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, გიორგი ტუღუშმა, ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ ერთობლივ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტში გათვალისწინებულ საკითხებს შორის არის საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის ინსტიტუციისა და მისი უფლებამოსილების საკითხები და ა.შ.
“ეს არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს ჩვენგან. ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოება ერთიანია, მათ შორის იმაში, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩეოდეს. ჩვენი სურვილია და ეს ესე მოხდება, რომ შეჯერებული ვერსია გადაეგზავნება “ვენეციის კომისიას,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.