LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლებამ წაგვართვა არჩევანი, ქვეყანას კი ართმევს ევროატლანტიკურ მომავალს” – აქციები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის გზა

64
აქციები

საქართველოს უფროდაუფრო ხშირად ადარებენ იანუკოვიჩის უკრაინას, ხან ბელორუსიის გზაზე მდგომ ქვეყანას უწოდებენ, ხან – რუსეთის გუბერნიას. ეს ეპითეტები მას შემდეგ არ წყდება, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს, შიმშილობის მიუხედავად, შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, ციხეში შეურაცხყოფა მიაყენეს, ქუჩაში აქციებზე ათობით პირი დააკავეს და ამის მიუხედავად, ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებს, რომ პატიმრის უფლებები დაცულია.

არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ოპოზიცია ორი გზით ხედავს. ერთი – ქუჩაში პერმანენტული აქციებია, მეორე კი – საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მხრიდან მმართველ გუნდზე ზეწოლა.

დღეს სწორედ ამ ორ გზაზე ვისაუბრებთ. მიიყვანს თუ არა ეს გზა ოპოზიციას და მოქალაქეებს საბოლოო შედეგამდე – შედეგი კი სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გარდა, ვადამდელი არჩევნებია.

 

 

„აღმაშფოთებელი“, „გულისამრევი“, „შურისძიება“ – პარტნიორების მწვავე კრიტიკა  

 

დავიწყოთ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებით, რომელიც გაცილებით მწვავე იყო, ვიდრე ეს მოგვისმენია რომელიმე არჩევნების, ან შარლ მიშელის დოკუმენტზე „ოცნების“ განცხადებების, ან ხელისუფლების მიერ პარტნიორების გაკრიტიკების შემდეგ. ახლა ისმოდა ისეთი მძიმე სიტყვები, როგორიცაა: „გულისამრევი“, „პოლიტიკური შურისძიება“, „სტალინის საბჭოთა დღეები“ და ა. შ.

ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ გვითხრა, რომ ისინი მხედველობაში იღებენ, როგორ მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში სააკაშვილი და როგორ ემუქრებოდნენ მას. კარლ ჰარცელი ხაზს უსვამს, რომ როგორც მესამე პრეზიდენტი ამბობს, მისი გადაყვანა იქ მოტყუებით და ძალადობრივად მოხვდა.

ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

უცხოელმა მოსამართლეებმა გაასამართლონ, ასეთი პრეცედენტები არაერთია მსოფლიოში – ანა დოლიძის შეთავაზება

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი კი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს მთავრობა არ იცავს ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოზე.

“ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი, ასევე არ ანიჭებთ პრიორიტეტს ბრალდებულის უფლებას – დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებლებს , – წერს იან კელი ტვიტერზე

„თარგმანზე არ ვიდავებდი“ – რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ნიკა სიმონიშვილის განმარტება

“ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილს უარი ეთქვა იმ უფლებაზეც, რომ დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს. ცნობილ მოსკოვშიც კი, სტალინის საბჭოთა დღეებში საჩვენებელი სასამართლო პროცესები ასე შორს არ წასულა” – ეს კი შვედეთის ყოფილი პრემიერის – კარლ ბილდტის სიტყვებია.  

 პოლიტიკური შურისძიება უწოდა ამ ყველაფერს ევროპარლამენტარმა გლუკსმანმა.

წმინა პოლიტიკური შურისძიებაა და აბსოლუტურად გულისამრევია: პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მისი რეალური უფროსი – ივანიშვილი იქნებიან პასუხისმგებლები ნებისმიერ რამეზე, რაც შეიძლება სააკაშვილს შეემთხვეს. #თავისუფლებამიშას – ამბობს გლუკსმანი.

 

 

აქციები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის გზა

 

ოპოზიცია ირწმუნება, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად აუცილებელია პერმანენტული აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველდღე. ისინი თვლიან, რომ მათი გაუტეხლობით და სიმშვიდით საბოლოო მიზანს მიაღწევენ. პოლიტოლოგებში განსხვავებული მოსაზრებაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ აქციებზე მისულ მოქალაქეებს კონკრეტული შეედეგები მალევე სჭირდებათ და რაც უფრო დროში გაიწელება პროცესი, აქციებზე ხალხის რაოდენობაც შემცირდება. ექსპერტების მეორე ნაწილი კი ოპოზიციას სტრატეგიას უწონებს და აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და თანმიმდევრულობაა საჭირო.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი რუხაძე ჩვენთან საუბარში ოპოზიციის სტრატეგიას სწორად აფასებს და თვლის, რომ ცოტა მეტი სიმწვავეა საჭირო.

ხოშტარია: წარმოუდგენელი კადრებია, ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა

„ამ დროისთვის ხელისუფლება ხელის გადაგრეხვის პრინციპით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება. სააკაშვილს რაც შეეხება, რომლის სიცოცხლე საფრთხეშია, ჯერ ამით უნდა დავიწყოთ და ამაზე ვიზრუნოთ, რადგან ის ადამიანი თავის სხეულს იყენებს, როგორც იარაღს, რომ ეს პოლიტიური ამოცანა შეასრულოს, რასაც ჰქვია საქართველოს სახელმწიფო გათავისუფლება მიტაცებისგან.

დღევანდელმა საქართველომ ფაქტობრივად შეწყვიტა ნატოსკენ სწრაფვა. თუ ქვეყანა დასავსლეთის ორბიტას მოწყდა, მერე სხვა გამოსავალი არ ექნება საქართველოს, ანუ ის გარკვეულ ურთიერთობაში იქნება დემოკრატიულ დასავლეთთან, მაგრამ ძირითადი ურთიერთობის სივრცე იქნება კავკასია, პარტნიორები იქნებიან რუსეთი, თურქეთი, ირანი…“, – ამბობს რუხაძე.

მისი თქმით, ოპოზიცია სწორ გზაზეა, მაგრამ მეტი უნდა გააკეთოს.

„ოპოზიცია რასაც აკეთებს, სწორია, მაგრამ საჭიროა მეტი სიმწვავე, მეტი ზეწოლა ხელისულებაში მყოფ ძალაზე, რომ მან უკან დაიხიოს.

უფრო ფართო გეოგრაფიული არეალი უნდა მოიცვას აქციებმა. ასევე ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობა უნდა იყოს, ეს იქნება ფინანსური თუ სხვა სახის. ყველამ თითო აგური უნდა დადოს, რომ ამ ხელისფლებამ წაგვართვა არჩევანი და ქვეყანას ევროატლანტიკურ მომავალს ართმევს“, – ამბობს ექსპერტი.

საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ხელისუფლების განცხადებებისა თუ ქმედებების შესახებ. მათ შორის იყო ევროსასამართლო, რომელმაც ქართულ მხარეს წერილიც გამოუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ხელისუფლებას დაევალა, მყისიერად აცნობოს მათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე დაავალა სახელმწიფოს, უზრუნველყოს მისი ადეკვატური მკურნალობა, რეაბილიტაცია და უსაფრთხოება.

წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ, თუმცა ამაზე ჯერ მესამე პრეზიდენტის პასუხი უცნობია. ეს საკითხი, სავარაუდოდ, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

 

magti 5g