LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებას არ მივცემთ დამატებით საბაბს მოლაპარაკებები ჩაშალოს – რაზე შეჯერდა ოპოზიცია

100
BeFunky-collage (1)

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, ისინი ერთიანი არიან იმ პოზიციაში, რომ “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი არ უნდა მისცენ.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, მათთვის მთავარი საკითხია კრიზისის განმუხტვა, რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება და სხვა პირობას არ დააყენებენ.

“სასურველია, რომ ღარიბაშვილი არათუ მოლაპარაკების პროცესში, არამედ საერთოდ არ იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ აუცილებელია კრიზისიდან გამოსავლის პოვნა.

იმ საკითხების გარდა, რომელიც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან, იმ 6 პუნქტის გარდა, სხვა პირობას მოლაპარაკების ჩაშლისთვის არ დავაყენებთ,”-განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

“ლელოში” მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა დამაზიანებელი იქნება.

“ქართულ ოცნებას” მოვუწოდებთ, რომ ღარიბაშვილს და ამ ძალიან საგანგაშო და კრიმინალურ ეპიზოდს მალე გასცენ პასუხი, რომ მოლაპარაკების პროცეს საფრთხე არ დაემუქროს. საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში ღარიბაშვილი მონაწილეობას არცერთ პროცესში არ ღებულობდა. თუ “ოცნებას” არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას ამ მოლაპარაკებებს, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია და ხელისუფლება ყოველდღიურად აგრესიულ რიტორიკას უმატებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“ და იმ საკითხად, რომელსაც შეუძლია, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს”.- განაცხადა ბუაძემ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია – პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, მოლაპარაკების მაგიდასთან კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს “ენმ”-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.

“რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტში. ამიტომ, მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო-შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია.”– განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით კი დღეს მთავარი საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელება, რისთვისაც ოპოზიცია მზად არის.

„ყველა პარტია, ვინც ამ ფორმატში ვართ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. რაც შეეხება როგორ და რა ფორმატით, ეს ტაქტიკის საკითხია, შეიძლება ვინმეს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, დასახელებულია კონრეტული ვადა 16 მარტი, სადაც უნდა ვნახოთ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა“. -განაცხადა სამნიძემ.

ოპოციაში აცხადბენ, რომ გეგმები უცლელია აქციებთან დაკავშირებითაც.

არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით – გიგა ბოკერია

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

არ მგონია, საკმარისი საფუძველი არსებობდეს – სარჯველაძე ფარული ჩანაწერების გამოძიებაზე

 

პოპულარულები