LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლებასთან გარიგება კი არა, საუბარიც არ მქონია“ – ბაჩუკი ქარდავას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა კანდიდატის მხარდაჭერას აპირებდა

157
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

„რამდენიმე ადამიანს მივეცი ხმა, მაგრამ ამ ადამიანებში ყველა არ იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ან საერთოდ არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩავთვალოთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად. იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ხმა მივეცი, არ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები“, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის, მათ შორის მის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატის მხარდაჭერას.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა

როგორ ბაჩუკი ქარდავამ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, 29-ვე კანდიდატის მხარდაჭერას ფიქრობდა, თუმცა, მეორე მხრივ, არ ადასტურებს, რომ ხმა მისცა იმ არამოსამართლე წევრებს, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა.

დიდი ბასტი ბუბუ ხდება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილი

„იდეაში, ვფიქრობდი, ხმა მიმეცა ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, დარბაზში იყო გაუგებრობა, მე შევწყვიტე ხმის მიცემა. მას შემდეგ კი, რაც ბოიკოტი გამოცხადდა, დავტოვე დარბაზი“, – თქვა ბაჩუკი ქარდავამ.

რაც შეეხება წამყვანის კითხვას, არჩეული სამი კანდიდატიდან რომელიმეს დაუჭირა თუ არა მხარი, დეპუტატმა  კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ძალიან სამარცხვინოა“ – ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა

„თუ მეკითხებით, როგორც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა იჩქარა და განცხადება გააკეთა, რომ თურმე ვიღაც „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაშია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში კი არა, საუბარიც კი არ მქონია არც ადრე, არც დღეს, რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არასდროს არ ვაპირებდი და არ ვაპირებ“, – განაცხადა ქარდავამ „ტვ პირველთან“ საუბარში.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, პოზიცია შეთანხმებული იყო, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი „გაიყიდა“.

„ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა“ – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე 

მელია: „არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დაარღვია, მორალური უფლება აღარ აქვს, პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს“

იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა.. ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო – ჰერმან საბო 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g