LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელმოწერა დაგვიანებულია, ენმ-მ „ოცნებას“ შეთანხმების დარღვევის მიზეზი მისცა: ნათია მეზვრიშვილი

72
ნათია მეზვრიშვილი

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას – 19 აპრილის დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშრებით დაგვიანებულად აფასებს.

მისი თქმით, პარტიამ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების დარღვევის მიზეზი მისცა.

„სამწუხაროდ დაგვიანებულია. კარგია რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნობიერა ის, რომ ისევე როგორც სხვა დროს არაერთხელ, მან ამ შემთხვევაშიც, „ქართულ ოცნებას“ მიზეზი მისცა იმისა, რომ შეთანხმება დაერღვია, რომელსაც ალბათ, მაინც დაარღვევდა, მაგრამ მაინც ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ორი პარტია, თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ერთმანეთს ასულდგმულებს და სამწუხაროდ, არც ერთს და არც მეორეს, რეალურად ქვეყანა ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ადარდებს,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ტვ „პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის,დღეს ნიკა მელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g