LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოსნებისა და ავეჯის კომპანიებისგან მოტყუებულები – რას გირჩევთ იურისტი, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს

22
Concept For Corruption, Bankruptcy Court, Bail, Crime, Bribing, Fraud, Judges Gavel, Soundboard And Bundle Of Dollar Cash On The Rough Wooden Textured Table Background.

ბოლო პერიოდში ადვოკატებს არაერთმა მოქალაქემ მიმართა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ავეჯის კომპანიებს გადაუხადეს შეკვეთის თანხა და შემდეგ შეკვეთა ან სხვა სახით მიუტანეს, ან საერთოდ არ ჩააბარეს. როგორც გავარკვიეთ, არსებობს ათეულობით საქმე, რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებულია. ადვოკატების ინფორმაციით, საჩივრები პროკურატურაში წარმოებაში უკვე მიღებულია. მსგავსი შემთხვევები ხშირია კერძო ხელოსნების დაქირავების დროსაც. რა უნდა იცოდეთ, რომ სავარაუდო თაღლითობისგან მაქსიმალურად დაცული იყოთ. ამ თემაზე ინფორმაცია და რჩევები იურიდიულმა საკონსულტაციო კომპანია “სი ელ ესმა” მოგვაწოდა. ჩვენ კომპანიაში ორ იურისტს: ეკა ლომიძეს და აბელ გეგიას ვესაუბრეთ.

“სოციალურ ქსელში ბევრი კომპანია ან ფიზიკური პირია, რომელთა წარმომავლობა და პირადი ინფორმაცია არ ვიცით და მაინც ვრიცხავთ თანხას. ჩემთან იყო შემთხვევები, რომ გადარიცხეს 100, 200 ლარი და აღმოჩნდა, რომ ის ექაუნთი საერთოდ აღარ არის სოციალურ ქსელში. ზოგ შემთხვევაში კი ხდება ასე: ადამიანს ვურიგდებით წინასწარ სიტყვიერად, მოდის, მაგ. ხელოსანი, თანხას ვუხდით, თუმცა არც ხელშეკრულება ფორმდება , არაფერი და თანხა გვეკარგება.

“თუ მაგ. არ მოვიდა ხელოსანი, რომელსაც უნდა გამოეცვალა პირობითად ფანჯრები, მაგრამ მანამდე თანხა მიეცით, თუ არ ვიცით არც პირადობა, არაფერი. მხოლოდ ტელეფონის ნომერი გვაქვს, ასეთ დროს პირველ რიგში უნდა მიმართოთ პოლიციას. უფრო სწორად მანამდე ჯერ იურისტს უნდა დაუკავშირდეთ, რომ იცოდეთ, რა ფორმით მიაწოდოთ ინფორმაცია პოლიციას.

რა ხდება შემდეგ – იმ პირს, ვინც თანხა აიღო და “გაქრა”, იბარებენ პოლიციაში და ეუბნებიან, რომ აღიარე, რომ ეს არის ვალი. მოაწერინებენ ხელს ოქმზე, რომ ამ პიროვნებას აქვს დავუშვათ 500 ლარი ვალი. ეს ნიშნავს, რომ მას სისხლის სამართლის დანაშაული კი არ ჩაუდენია,  500 ლარის გამო სამოქალაქო წესით სასამართლოში უნდა ვედავოთ, რაც შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს

ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს ასეთი მუხლი – თაღლითობა. ანუ სანამ ადამიანი წავა პოლიციაში, მან უნდა იცოდეს იქ რა შეთავაზება დახვდება. თქვენ თუ გეტყვიან, რომ მოდით, ასეთი ოქმი შევადგინოთ, რომ იმ პირს თქვენი ვალი აქვს, უნდა იცოდეთ, რომ მას ხელი არ მოაწეროთ.

თქვენ თუ ხელს არ მოაწერთ, საქმე სამოქალაქო დავაში ვერ გადავა. თქვენს მსმენელს ვურჩევ, რომ გაიარონ კონსულტაცია იურისტთან, შეიტანეთ განაცხადი პოლიციაში და არ დაეთანხმოთ, რომ ეს დავალიანებაა”, – გვეუბნებიან “სი ელ ესის” იურისტები აბელ გეგია და ეკა ლომიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g