LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნურ ინტელექტს ღორების ღრუტუნის ახსნა ასწავლეს

109
Screenshot 2024-11-12 172852

ევროპაში მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი, რომელსაც ღორების ემოციების გაგება იმ ხმების დახმარებით შეუძლია, რომელსაც ისინი გამოსცემენ. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

დანიის, ჩეხეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის და ნორვეგიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ღორების ათასობით ხმა ჩაიწერეს, თანაც ყველანაირ სიტუაციაში, როგორც თამაშისას ასევე საკვებისთვის ბრძოლის დროს. შედეგები გააანალიზეს. ყველანაირ ხმას თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს, მაგალითად სიხარული, დისკომფორტი და სტრესი. შემდეგ ეს ხმები ხელოვნურ ინტელექტს შეასწავლეს.

ალგორითმმა დამატებით აჩვენა, რომ სუფთა ჰაერზე მცხოვრები ღორები ფერმაში ბინადართაგან განსხვავებით სტრესს ნაკლებად განიცდიან.

უახლოს მომავალში მეცნიერები აპირებენ შექმნან მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ფერმერები იმის გაგებას შეძლებენ, თუ როგორც გრძნობენ თავს ღორები. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ცხოველების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად კეთდება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი მეთოდი მომავალში ფერმების ხარისხის შეფასებაში დაეხმარებათ და მომხმარებლის არჩევანიც უფრო გააზრებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები